მადლობა ბაბლგედს ამ რჩევისთვის . ძალიან საინტერესო წიგნია. მარტივად გამოვიწერე და უპრობლემოდ მომაწოდეს .
ბიზნესის გული →ახალი გზამკვლევი
გადაწყვეტილების არქიტექტურა
5 ძვირადღირებული შეცდომა, რომელსაც სწრაფი აზროვნება იწვევს ბიზნესში — და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან
PDF · 59 გვერდი · 5 ისტორია · 12 სავარჯიშო
ამ გზამკვლევში ყველა საკითხი ისეა მოწოდებული, რომ ჩანს, ავტორი ცდილობდა, ერთი მხრივ, ყოფილიყო საკმარისად ღრმა და შემოეთავაზებინა საინტერესო და არატრივიალური ხედვები, მეორე მხრივ კი — ზედმიწევნით მკაფიო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი.
გადაწყვეტილების მიღების მექანიკა თავისთავადი რამაა და მხოლოდ ბიზნესით ვერ შემოიფარგლება. თუ გიფიქრია იმაზე, როგორ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ გიფიქრია იმაზეც, როგორ აზროვნებ — და ადამიანი, რომელიც საკუთარ აზროვნებაზე ფიქრობს, უკვე თავის თავზე მეტი ხდება. ამდენად, ამ თეორიების კითხვა, ერთი მხრივ, არსებული მეთოდების გაცნობაა, მეორე მხრივ კი — საკუთარ თავზე დაკვირვება. სწორედ ეს აათმაგებს მის ღირებულებას.
ბიზნესში გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ მას ერთი საფრთხეც ახლავს: დროთა განმავლობაში საკუთარ შეფასებებს იმდენად ვენდობით, რომ მათი გადამოწმება გვავიწყდება.
„გადაწყვეტილების არქიტექტურის“ ღირებულება ჩემთვის სწორედ ამ საკითხის პრაქტიკულად გააზრებაშია. გზამკვლევი გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ საკუთარი აზროვნების შეცდომები, გავმიჯნოთ ფაქტები ვარაუდებისგან და შევაფასოთ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ წარსული გამოცდილებით, არამედ ახალი ინფორმაციითაც.
წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ კარგი მმართველობა ყველა კითხვაზე სწორი პასუხის ქონას არ ნიშნავს. ის იწყება მზადყოფნით, ეჭვქვეშ დავაყენოთ საკუთარი მოსაზრებები, მოვისმინოთ განსხვავებული აზრი და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ გადაწყვეტილება. სწორედ ამ კულტურის ჩამოყალიბებაში ვხედავ გზამკვლევის მთავარ ღირებულებას.
ამ გზამკვლევს ის აქვს, რაც თვითგანვითარების წიგნებს იშვიათად აქვთ: კითხვისას ითესება თესლი, რომელიც მალევე იძლევა ნაყოფს. რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ მიღებული ცოდნა ჩემს გადაწყვეტილებებს — და შესაბამისად შედეგებს — ცვლის. ეს გზამკვლევი უბრალოდ კი არ უნდა წაიკითხო, არამედ უნდა ისწავლო.
ამგვარი გზამკვლევების შექმნა შესანიშნავი წამოწყებაა. ისინი ერთგვარ მეგზურს წარმოადგენენ მთავარი წიგნისთვის. განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ასეთი გზამკვლევი არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, არამედ გვასწავლის, როგორ ავირიდოთ თავიდან შეცდომები. ინვესტირებაში წარმატება მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას არ ნიშნავს — ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია არასწორი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება. გზამკვლევი ფასეული ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც სურს, უკეთ იაზროვნოს, უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს და დროთა განმავლობაში განსჯის უნარი გააშალაშინოს.
ბიზნესში ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები ხშირად სწორედ ის გადაწყვეტილებებია, რომელთა სისწორეშიც ყველაზე მეტად ვართ დარწმუნებული. „დავსხდეთ, მოვიფიქროთ, რა უნდა?!“ — ეს გზამკვლევი კარგად გვაჩვენებს, „რა უნდა“ და იმასაც, როგორ გვატყუებს ზოგჯერ საკუთარი აზროვნება. სასარგებლო საკითხავია ყველასთვის, ვისაც ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღება უწევს და აინტერესებს, როგორ შეამციროს ასეთი შეცდომების რაოდენობა და ფასი.
წარმატებულ ადამიანებთან საუბრისას ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებები დგას მათი შედეგების უკან. „გადაწყვეტილების არქიტექტურა“ გასაგები მაგალითებით გვიჩვენებს, რა შეცდომებს ვუშვებთ სწრაფი აზროვნებისას და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. პრაქტიკული სავარჯიშოები კი გვეხმარება, ეს ცოდნა საკუთარ საქმეს მოვარგოთ და გადაწყვეტილების მიღების საკუთარი წესები ჩამოვაყალიბოთ.
ფასი 49.95₾ მხოლოდ 15 დეკემბრამდე, მერე გაძვირდება და გახდება 69.95₾.
მალე გამოვა
ყველა გზამკვლევი →39₾-დან
13:00-მდე შეკვეთაზე
დაზოგავ და არჩევანი უფრო მარტივია
რას ამბობენ ჩვენი მკითხველები
სამაგიდო წიგნი გახდა ჩემთვის. საოცრადაა აღწერილი, როგორ უნდა ვიპოვნოთ თავი, ყოველდღიურ, ადამიანურ ქაოსში. ემოციების მართვის საუკეთესო გაკვეთილია, ეს წიგნი. მადლობა თქრგმნიშთვის 🙏🤍
გაბედე, იყო მიუღებელი →იდეალურია
გავლენა →საუკეთესო სერვისი <3
გავლენა →წიგნების შეძენას რაც შეეხება არაჩვეულებრივი მომსახურება იყო, კომფორტული მარტივი. საქმეს კი რასაც აკეთებთ ძალიან დიდია რელაურად და პირადად მე უღრმეს მადლობას გიხდით, ეს არის ის რაც რეალურად ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას, განათლება და განვითარება ყველგან და ყოველთვის, რადგან უკეთესი გახდეს თითოეული ქართველის ცხოვრება. ძალიან კარგ რამეს აკეთებთ და იმედი მაქვს ყველა დააფასებს ამ ღვაწლს. მე პირადად 5 წელია რაც საქართველოში არ ვიმყოფები და ძალიან მეხმარება ის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის, უცნობი ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ თითოეული ნორმალური ადამიანი იაზრებს თქვენი მხრიდან გაწეულ ამ შრომას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ეს პროექტი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.
გამორჩეული →საკითხის გადაჭრისას როდესაც ვეღარ მიდიხარ წინ აუცილებელია მას სხვა კუთხიდან შეხედო. დიდი მადლბა ავტორს, ბევრ რამეს სხვა კუთხით შევხედე
მენტალური შაბლონები →შარშან შევიძინე ბ-ნი ჯაბას წიგნი და მართლაც ძალიან ბევრი რამე გავიგე, თუმცა არ ვარ ფინანსისტი. ყველას ვურჩევ, ვისაც ჭკვიანური წიგნები გიყვართ
მენტალური შაბლონები →ძალიან საჭირო წიგნია, ვუწევ რეკომენდაციას!
მენტალური შაბლონები →ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ მთელი ცხოვრება რაც ნაკლი მეგონა, ის სინამდვილეში დიდი პლიუსი ყოფილა. სხვადასხვა სფეროებში გამოცდილება, სხვადასხვა ცოდნის დაგროვება, სხვადასხვა უნარების ათვისება. ის რაც CV-ში და მოსაყოლად თითქოს ქაოსს გავდა. მადლობა ამ წიგნის გამოცემისთვის.
ნავალ რავიკანტის ალმანახი →საინტერესო, შემეცნებითი. ამ წიგნზე დროის დახარჯვა ნამდვილად ღირდა.
უსასრულო თამაში →