პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
გამორჩეული: ექსტრაორდინალური ბრენდების და პროდუქტების შესაქმნელად
Sale price  59.95 ₾ Regular price  66.85 ₾

delivery icon უფასო მიწოდება

თბილისი:

  • 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
  • 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს.
  • შაბათს 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება ორშაბათს.

რეგიონი:

  • შეკვეთის მიწოდება ხდება 3 დღეში.

კრებული ,,გამორჩეული” ბაბლჰედის გუნდმა შენთვის გააერთიანა სამი ბესტსელერი წიგნი:

  1. ,,ჩამოყალიბდით” - შოთა ჩინჩალაძე
  2. ,,ალქიმია”- რორი საზერლენდი 
  3. ,,ნულიდან ერთამდე”  - პიტერ თილი
    + უფასო მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში

ანტრეპრენერებო, მარკეტერებო, სტრატეგებო და შემქმნელებო — ეს კრებული თქვენთვისაა!

ბევრად ადვილია უკვე არსებული მოდელის კოპირება და 1-დან N-ისკენ სვლა, ვიდრე თვისობრივად ახლის შექმნა. მაგრამ თუ თქვენი მიზანი არ არის მხოლოდ ნაცნობი პროდუქტების გამეორება და გსურთ შექმნათ რაღაც თვითმყოფადი, შეუდარებელი და გამორჩეული — სწორედ აქ უნდა დაიწყოთ.

ეს კრებული აერთიანებს სამ ფუნდამენტურ წიგნს, რომლებიც შემოქმედებითი აქტის საწყისიდან ძლიერი ბრენდის ჩამოყალიბებამდე მიგიყვანთ:

რა შედის კრებულში:

  • ნულიდან ერთამდე — პიტერ თილი

    როგორ შევქმნათ მომავალი და გადავიდეთ 0-დან 1-ში? წიგნი გვიჩვენებს, როგორ შევქმნათ თვისობრივად ახალი, განუმეორებელი პროდუქტები და რატომ არის საკუთარი გზის პოვნა ერთადერთი გზა ნამდვილი წარმატებისკენ.

  • ალქიმია — რორი საზერლენდი

    „იმისთვის, რომ იყო შეუდარებელი, უნდა იყო ირაციონალური!“ მარკეტინგისა და ქცევითი მეცნიერების გზამკვლევი, რომელიც დაგანახებთ, რატომ არ არის წარმატებული იდეები მხოლოდ ცივ ლოგიკაზე დაფუძნებული და როგორ აქცევს ემოციები, აღქმა და ფსიქოლოგია ერთი შეხედვით არატრადიციულ გადაწყვეტილებებს ყველაზე ეფექტურ შედეგებად.

  • ჩამოყალიბდით! — შოთა ჩინჩალაძე

    პრაქტიკული გზამკვლევი ბრენდის არსის გასაგებად, სტრუქტურის ასაწყობად და ბაზარზე მყარი პოზიციონირების დასაკავებლად. ეს არ არის მხოლოდ თეორია — ეს არის ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს გააზრებულად შექმნას ძლიერი და გამართული კომუნიკაცია.

რას მოგცემთ ეს კრებული?

  • პროდუქტის შექმნა (0 → 1): გაიგებთ, როგორ შექმნათ უნიკალური ღირებულება და არა კონკურენტების ასლი.

  • მომხმარებლის ფსიქოლოგია: აღმოაჩენთ, როგორ მუშაობს ადამიანის ირაციონალური აღქმა და როგორ შექმნათ შეუდარებელი შეთავაზება.

  • ბრენდის სტრატეგია: ისწავლით, როგორ გადააქციოთ იდეა და პროდუქტი გამართულ, მკაფიო და გრძელვადიან ბრენდად.

გილოცავთ — თუ ექსტრაორდინალური ბრენდების და პროდუქტების შექმნა თქვენი მიზანია, უკვე სწორ ადგილას ხართ.

წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე!

იტვირთება...

ასევე შეიძლება მოგეწონოს