Refund policy

ბოლო განახლება: 2026 წლის 30 ოქტომბერი

დაბრუნება
დაბრუნების პირობები დამოკიდებულია იმაზე, რა შეიძინე: ბეჭდური წიგნი ან კრებული, თუ ციფრული გზამკვლევი (PDF).

წიგნები და კრებულები
თუ წიგნი დაზიანებული ან არასწორი მოგივიდა, მოგვწერე მიღებიდან 3 დღეში და უფასოდ შევცვლით. წიგნი უნდა დაგვიბრუნო იმავე მდგომარეობაში, რომელშიც მიიღე. სხვა შემთხვევაში (მაგალითად, თუ უბრალოდ გადაიფიქრე) წიგნები და კრებულები არ ბრუნდება.

გზამკვლევები (PDF)
ყველა გზამკვლევზე მოქმედებს ინდივიდუალური პირობითი გარანტია, რომელიც მოცემულია გზამკვლევის აღწერაში. გარანტიით სარგებლობა შესაძლებელია შეძენიდან 10 დღის განმავლობაში. გარანტიის პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხას სრულად დაგიბრუნებთ. სხვა შემთხვევაში ციფრული პროდუქტის თანხა არ ბრუნდება.
თუ ფაილი არ იხსნება ან ბმული არ მუშაობს, მოგვწერე და ახალ ბმულს მაშინვე გამოგიგზავნით.

როგორ დავიწყო დაბრუნება
სანამ წიგნს დაგვიბრუნებ ან თანხის დაბრუნებას მოითხოვ, მოგვწერე levang@bubblehead.ge-ზე და მიუთითე შეკვეთის ნომერი. გეტყვით, როგორ გააგრძელო. დაზიანებული ან არასწორი წიგნის შეცვლისას მიწოდების ხარჯს ჩვენ ვიხდით.

დაზიანება და ხარვეზები
შეკვეთა მიღებისთანავე შეამოწმე და დაუყოვნებლივ მოგვწერე, თუ წიგნი დაზიანებულია, აქვს ხარვეზი ან სხვა წიგნი მოგივიდა.

გაცვლა
დაზიანებული ან არასწორი წიგნის გაცვლა ზემოთ აღწერილი წესით ხდება. სხვა შემთხვევაში გაცვლის შესაძლებლობის შესახებ მოგვწერე.

თანხის დაბრუნება
მოთხოვნის განხილვის შემდეგ შეგატყობინებთ, დამტკიცდა თუ არა თანხის დაბრუნება. დამტკიცების შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდება იმავე საბანკო ბარათზე, რომლითაც გადაიხადე. ბანკს შეიძლება დამატებითი დრო დასჭირდეს თანხის ასახვისთვის. თუ გონივრულ ვადაში თანხა არ აისახა, მოგვწერე.

ეს პოლიტიკა არ ზღუდავს შენს უფლებებს, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოქმედი კანონმდებლობით გაქვს, მათ შორის მაშინ, როცა პროდუქტს ხარვეზი აქვს, არ შეესაბამება აღწერას, დათქმულ ვადაში არ მოგივიდა ან სხვაგვარად არ შეესაბამება კანონს.

კონტაქტი
შეკვეთის გაუქმების, დაბრუნების, გაცვლის ან დაზიანებული წიგნის შესახებ მოგვწერე levang@bubblehead.ge-ზე.