პროდუქტის ინფორმაციაზე გადასვლა
არქიტექტორი: ძლიერი გუნდისა და კომპანიის ასაშენებლად
Sale price  59.95 ₾ Regular price  70.85 ₾

delivery icon უფასო მიწოდება

თბილისი:

  • 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
  • 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს.
  • შაბათს 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება ორშაბათს.

რეგიონი:

  • შეკვეთის მიწოდება ხდება 3 დღეში.

კრებულში ,,არქიტექტორი” ბაბლჰედის გუნდმა შენთვის გააერთიანა 3 მსოფლიო ბესტსელერი:

  1. ,,პრინციპები”- რეი დალიო
  2. ,,ბიზნესის გული”- უბერ ჟოლი
  3. ,,ნულიდან ერთამდე”- პიტერ თილი
    + უფასო მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში

დიდი ორგანიზაციები შემთხვევით არ იქმნება — ისინი გააზრებულად შენდება. იმისთვის, რომ შექმნათ გამძლე სისტემა, გააერთიანოთ ადამიანები საერთო მიზნის ირგვლივ და ააგოთ კომპანია, რომელიც დროს გაუძლებს, მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა: საჭიროა მკაფიო პრინციპები, ადამიანური კავშირები და თვისობრივად ახლის შექმნის გამბედაობა.

ეს კრებული აერთიანებს სამ ფუნდამენტურ წიგნს ლიდერებისთვის, მეწარმეებისთვისა და ორგანიზაციის მშენებლებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნესის აწყობა მყარ საძირკველზე:

რა შედის კრებულში:

  • პრინციპები — რეი დალიო

    მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორისა და ანტრეპრენერის მიერ 40 წლის განმავლობაში გამოწრთობილი და დახვეწილი სისტემა. წიგნი გაჩვენებთ, თუ როგორ მიაღწიოთ მიზნებს ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული წესების, რადიკალური სიმართლისა და გამჭვირვალობის დანერგვით როგორც საკუთარ თავში, ისე მთელ ორგანიზაციაში.

  • ბიზნესის გული — უბერ ჟოლი

    The Wall Street Journal-ის ბესტსელერი და Best Buy-ის საოცარი გარდაქმნის ისტორია. წიგნი გვიჩვენებს, როგორ აღზევდა საცალო ვაჭრობის გიგანტი „ადამიანური მაგიის“ გამოთავისუფლებით — გუნდის გაერთიანებით საერთო საზრისის გარშემო, ადამიანების ბიზნესის ცენტრად ქცევით და ფინანსური წარმატების შედეგად და არა თვითმიზნად აღქმით. შთამაგონებელი გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს ბიზნესის კეთება ნდობასა და ადამიანურ კავშირებზე დაყრდნობით.

  • ნულიდან ერთამდე — პიტერ თილი

    ბევრად ადვილია არსებული მოდელის კოპირება და 1-დან N-ისკენ სვლა, მაგრამ მდგრადი და გავლენიანი კომპანიები 0-დან 1-ის შექმნით იბადება. ეს წიგნი გაჩვენებთ, როგორ შექმნათ განუმეორებელი, თვითმყოფადი პროდუქტი და ააშენოთ ბიზნესი, რომელიც მომავალს განსაზღვრავს და არა კონკურენტებს იმეორებს.

რას მოგცემთ ეს კრებული?

  • მართვის სისტემას: შეიმუშავებთ და დანერგავთ ურყევ პრინციპებს, რომლებიც გუნდს დამოუკიდებელი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.

  • ადამიანურ კულტურას: ისწავლით, როგორ აქციოთ თანამშრომლები კომპანიის გულად, გაათავისუფლოთ მათი პოტენციალი და შექმნათ ნდობაზე დაფუძნებული გარემო.

  • უნიკალურ სტრატეგიას (0 → 1): გაიგებთ, როგორ ააშენოთ მონოპოლიური უპირატესობის მქონე ბიზნესი, რომელიც ღირებულებას ქმნის და არა არსებულს ანაწილებს.

გახდით თქვენი ბიზნესის ნამდვილი არქიტექტორი — ააშენეთ კომპანია, სადაც ადამიანები ვითარდებიან, სისტემები გამართულად მუშაობს და შედეგი გარდაუვალია.

წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე!

იტვირთება...

ასევე შეიძლება მოგეწონოს