მიწოდების პირობები:
თბილისში საკურიერო მომსახურება - 7.69₾
- 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
- 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს.
რეგიონებში საკურიერო მომსახურება - 15₾
- რეგიონებში შეკვეთის მიწოდება ხდება 3 დღეში.
საიმონ სინეკმა ამ წიგნით წამოიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა, დახმარებოდა ადამიანებს, ყოფილიყვნენ მეტად შთაგონებულნი სამსახურში და ამით, თავის მხრივ, თავიანთი კოლეგები და მომხმარებლები შთაეგონებინათ. ავტორის დაკვირვებით, გავლენის მქონე ყველა ლიდერი ფიქრობს, მოქმედებს და ურთიერთობს ერთნაირად და ყველა დანარჩენისგან განსხვავებულად. სინეკი ძლევამოსილ იდეას, რომელიც ამ ლიდერებს აერთიანებს, „ოქროს წრეს“ უწოდებს. და ის იწყება კითხვით „რატომ?“. „პირველად იყო რატომ“ არის შთამაგონებელი ბესტსელერი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. „მცირედი წვრთნითა და მონდომებით ნებისმიერ ლიდერს თუ ორგანიზაციას ეძლევა საშუალება, შთააგონოს სხვები ორგანიზაციის შიგნით თუ გარეთ, დაეხმაროს მათ საკუთარი იდეებისა და ხედვების განვითარებაში. „ლიდერობის სწავლა ყველას შეგვიძლია" - საიმონ სინეკი - „პირველად იყო რატომ“.
| ავტორი საიმონ სინეკი |
| გამომცემლობა ლურჯი ოკეანე |
| ISBN 9789941384875 |
| ენა ქართული |
| ყდის ტიპი რბილი |
| გვერდები 324 |
| წიგნის ფორმატი 14.3 X 21.5 |
| გამოშვების წელი 2022 |
| თარგმანი ანა ნემსიწვერიძე |
სხვა შეთავაზება