გადადით პროდუქტის ინფორმაციაზე
გაბედე, იყო მიუღებელი
40.00 ₾
უფასო მიწოდება თბილისში 13:00-მდე შეკვეთა — იმავე დღეს
მიწოდების პირობები

თბილისი

  • 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
  • 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს;
  • შაბათს 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება ორშაბათს.

რეგიონები

  • შეკვეთის მიწოდება ხდება 3–5 დღეში.

მიწოდების შესახებ ვრცლად →

ხედვა: სამყაროს სხვა კუთხით დასანახად ეს წიგნი შედის კრებულში „ხედვა“ 3 წიგნი · უფასო მიწოდება · დაზოგავ 13.95₾ 84.95₾ 98.90₾ ნახე კრებული →

თუ დაიღალე, იმით რომ  მუდმივად ცდილობ სხვებს ასიამოვნო, გარშემომყოფების მოლოდინები დააკმაყოფილო და უკვე ემოციურად გადაწვის პირას ხარ, „გაბედე, იყო მიუღებელი“ ნამდვილად შენი წიგნია.

იაპონელმა ავტორებმა, იჩირო კიშიმიმ და ფუმიტაკე კოგამ, ფსიქოლოგიის გიგანტის, ალფრედ ადლერის მოძღვრება ფილოსოფოსსა და ახალგაზრდას შორის გამართულ დაძაბულ, პროვოკაციულ დიალოგად აქციეს. წიგნი არ მოგცემს იოლ, შაბლონურ რჩევებს — პირიქით, ის ხშირად კუთხეში მიგამწყვდევს და გაიძულებს, თვალი გაუსწორო შენს შიშებს.

 რა ხდის ამ წიგნს განსაკუთრებულს?

  • ამოცანების გამიჯვნა (Task Separation): ისწავლი, სად მთავრდება შენი პასუხისმგებლობა და სად იწყება სხვების. ის, თუ რას ფიქრობენ შენზე, სხვების საქმეა — შენი საქმე მხოლოდ საკუთარი გზით სიარულია.

  • გათავისუფლება წარსულისგან: ადლერი ამტკიცებს, რომ წარსული ტრავმები კი არ განსაზღვრავს შენს აწმყოს, არამედ ის მნიშვნელობა, რასაც მათ დღეს ანიჭებ. შენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლია აირჩიო ახალი ცხოვრების წესი.

  • ნამდვილი თავისუფლება: თავისუფლება არ არის საყოველთაო აღიარება. ნამდვილი თავისუფლება მაშინ იწყება, როცა აღარ გეშინია, რომ შესაძლოა ვინმესთვის „მიუღებელი“ აღმოჩნდე.

ეს არის წიგნი, რომელიც შეგაჯანჯღარებს, დაგაფიქრებს და საბოლოოდ გაგათავისუფლებს.

10 მილიონზე მეტმა მკითხველმა მსოფლიოში უკვე იპოვა საკუთარი თავისუფლება. გაბედავ, იყო შემდეგი?

 

ავტორი იჩირო კიშიმი, ფუმიტაკე კოგა
გამომცემლობა MOVA
ISBN 9789941891038
ენა ქართული
ყდის ტიპი რბილი, ფრთებით
გვერდები 312
წიგნის ფორმატი 14X21
გამოშვების წელი 2026
თარგმანი ანა აფციაური

სხვა შეთავაზება