კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 6 თებერვალი
წინამდებარე პერსონალური ინფორმაციის დაცვის პოლიტიკა განსაზღვრავს, თუ როგორ ახორციელებს შპს ,,ბაბლჰედი“ (ს/კ 402232785) (შემდგომში – ,,ჩვენ”/ ,, bubblehead“) ამ მაღაზიასა და ვებ-საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლების პერსონალური მონაცემების/ინფორმაციის დამუშავებას, მათ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ჩვენს მიერ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება ხორციელდება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.
bubblehead მართავს ამ მაღაზიასა და ვებ-საიტს, მათ შორის ყველა დაკავშირებულ ინფორმაციას, კონტენტს, ფუნქციას, ხელსაწყოს, პროდუქტსა და სერვისს, რათა თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, უზრუნველყოს შერჩეულ პროდუქტებზე დაფუძნებული (curated) ყიდვის გამოცდილება (შემდგომში — „სერვისები“). bubblehead ფუნქციონირებს Shopify-ის პლატფორმაზე, რაც საშუალებას გვაძლევს, მოგაწოდოთ სერვისები. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც თქვენ სტუმრობთ, იყენებთ ან ახორციელებთ შეძენას ან სხვა ტრანზაქციას სერვისების გამოყენებით, ან სხვა გზით გვიკავშირდებით. თუ ჩვენს მომსახურების პირობებსა (Terms of Service) და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას შორის არსებობს წინააღმდეგობა, მაშინ თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გამჟღავნება რეგულირდება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა. სერვისების გამოყენებითა და მათზე წვდომით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა და გესმით თქვენს ინფორმაციასთან დაკავშირებული შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების წესები, როგორც ეს აღწერილია ამ დოკუმენტში.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ ან ვამუშავებთ
როდესაც ვიყენებთ ტერმინს „პერსონალური ინფორმაცია“, ვგულისხმობთ ინფორმაციას, რომელიც ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას ან შეიძლება გონივრულად უკავშირდებოდეს თქვენ ან სხვა პირს. პერსონალური ინფორმაცია არ მოიცავს ანონიმურად შეგროვებულ ან დეიდენტიფიცირებულ ინფორმაციას, რომელიც ვერ ახდენს თქვენი პიროვნების იდენტიფიცირებას ან გონივრულად ვერ უკავშირდება თქვენ. თქვენთან ურთიერთქმედების ფორმის, თქვენი საცხოვრებელი ადგილისა და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ან მოთხოვნილი ჩარჩოების მიხედვით, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ ან დავამუშავოთ პერსონალური ინფორმაციის შემდეგი კატეგორიები, მათ შორის ამ ინფორმაციის საფუძველზე მიღებული დასკვნები (inferences):
საკონტაქტო მონაცემები: თქვენი სახელი/გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ბილინგის მისამართი, მიწოდების მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი.
ფინანსური ინფორმაცია: საკრედიტო ბარათი, სადებეტო ბარათი და ფინანსური ანგარიშის ნომრები, გადახდის ბარათის ინფორმაცია, ფინანსური ანგარიშის ინფორმაცია, ტრანზაქციის დეტალები, გადახდის მეთოდი, გადახდის დადასტურება და სხვა გადახდის დეტალები.
ანგარიშის ინფორმაცია: თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი, უსაფრთხოების კითხვები, პრეფერენციები და პარამეტრები.
ტრანზაქციის ინფორმაცია: ნივთები, რომლებსაც ათვალიერებთ, კალათაში ამატებთ, სურვილების სიაში ინახავთ ან ყიდულობთ; ასევე ნივთები, რომლებსაც აბრუნებთ, ცვლით ან აუქმებთ, და თქვენი წინა ტრანზაქციები.
ჩვენთან კომუნიკაცია: ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით ჩვენთან კომუნიკაციისას; მაგალითად, მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის შეკითხვის გაგზავნისას.
მოწყობილობის ინფორმაცია: ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის, ბრაუზერის ან ქსელური კავშირის შესახებ, თქვენი IP მისამართი და სხვა უნიკალური იდენტიფიკატორები.
გამოყენების ინფორმაცია: ინფორმაცია სერვისებთან თქვენი ურთიერთქმედების შესახებ, მათ შორის როგორ და როდის იყენებთ ან ნავიგაციას უწევთ სერვისებს.
პერსონალური ინფორმაციის წყაროები
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ პერსონალური ინფორმაცია შემდეგი წყაროებიდან:
პირდაპირ თქვენგან: მათ შორის მაშინ, როდესაც ქმნით ანგარიშს, სტუმრობთ ან იყენებთ სერვისებს, გვიკავშირდებით ან სხვა გზით გვაწვდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას;
ავტომატურად სერვისების მეშვეობით: მათ შორის თქვენი მოწყობილობიდან, როდესაც იყენებთ ჩვენს პროდუქტებს/სერვისებს ან სტუმრობთ ჩვენს ვებ-საიტებს, ასევე ქუქი-ფაილების (cookies) და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით;
ჩვენი სერვის-პროვაიდერებისგან: მათ შორის მაშინ, როდესაც მათ ვრთავთ კონკრეტული ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად და როდესაც ისინი ჩვენს სახელით აგროვებენ ან ამუშავებენ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას;
ჩვენი პარტნიორებისგან ან სხვა მესამე მხარეებისგან.
პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზნები
თქვენთან ურთიერთქმედებისა და იმ სერვისების მიხედვით, რომლებსაც იყენებთ, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ პერსონალური ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:
1) სერვისების მიწოდება, მორგება და გაუმჯობესება
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სერვისების უზრუნველსაყოფად, მათ შორის: თქვენთან ხელშეკრულების შესრულებისთვის; გადახდების დასამუშავებლად; შეკვეთების შესასრულებლად; თქვენი პრეფერენციებისა და თქვენთვის საინტერესო ნივთების დასამახსოვრებლად; ანგარიშთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოსაგზავნად; შეძენების, დაბრუნებების, გაცვლების ან სხვა ტრანზაქციების დასამუშავებლად; თქვენი ანგარიშის შექმნისთვის, შენარჩუნებისა და მართვისთვის; მიწოდების ორგანიზებისთვის; დაბრუნებებისა და გაცვლების გასამარტივებლად; მიმოხილვების (reviews) გამოქვეყნების შესაძლებლობის მისაცემად; და თქვენთვის პერსონალიზებული ყიდვის გამოცდილების შესაქმნელად, მაგალითად, თქვენი შეძენების მიხედვით შესაბამისი პროდუქტების რეკომენდაციისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას სერვისების უკეთ მორგებისა და გაუმჯობესების მიზნით.
2) მარკეტინგი და რეკლამა
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მარკეტინგული და სარეკლამო მიზნებისთვის, მაგალითად: მარკეტინგული, სარეკლამო და პრომო-კომუნიკაციების გაგზავნა ელფოსტით, ტექსტური შეტყობინებით ან ფოსტით; ასევე ონლაინ რეკლამების ჩვენება სერვისებზე ან სხვა ვებ-საიტებზე იმ პროდუქტებზე/სერვისებზე, რომლებიც შესაძლოა დაგაინტერესოთ, მათ შორის თქვენი წინა შეძენების, კალათაში დამატებული ნივთების და სერვისებზე სხვა აქტივობების საფუძველზე.
3) უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ანგარიშის ავთენტიფიკაციისთვის; უსაფრთხო გადახდისა და შოპინგ-გამოცდილების უზრუნველსაყოფად; შესაძლო თაღლითური, უკანონო, სახიფათო ან მავნე ქმედებების გამოვლენის, გამოძიების ან მათზე რეაგირების მიზნით; საჯარო უსაფრთხოების დასაცავად; და ჩვენი სერვისების დასაცავად. თუ გადაწყვეტთ სერვისების გამოყენებას და ანგარიშის რეგისტრაციას, თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის წვდომის მონაცემების უსაფრთხოდ შენახვაზე. მკაცრად გირჩევთ, არ გაუზიაროთ თქვენი მომხმარებლის სახელი, პაროლი ან სხვა წვდომის დეტალები სხვებს.
4) თქვენთან კომუნიკაცია
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, თქვენზე დროული რეაგირებისთვის, ეფექტური სერვისების მიწოდებისა და თქვენთან საქმიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.
5) სამართლებრივი მიზნები
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ან კანონიერი სამართლებრივი პროცესების საპასუხოდ, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებისა ან სახელმწიფო უწყებების მოთხოვნებზე რეაგირებისას; სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცებულებების მოძიების/წარმოდგენის პროცესში მონაწილეობისას; პოტენციურ ან მიმდინარე სასამართლო დავებში ან სხვა დაპირისპირებულ სამართლებრივ პროცედურებში მონაწილეობისას; ასევე ჩვენი პირობებისა და პოლიტიკების შესაძლო დარღვევების აღსრულების ან გამოძიების მიზნით.
როგორ ვამჟღავნებთ პერსონალურ ინფორმაციას
გარკვეულ შემთხვევებში, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში და ლეგიტიმური მიზნებისთვის, ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეებისთვის, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
Shopify-სთან, მომწოდებლებთან (vendors) და სხვა მესამე მხარეებთან, რომლებიც ჩვენს სახელით ახორციელებენ სერვისებს (მაგ.: საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვა, გადახდების დამუშავება, მონაცემთა ანალიტიკა, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ღრუბლოვანი საცავი, შეკვეთების შესრულება და მიწოდება).
საქმიან და მარკეტინგულ პარტნიორებთან, მარკეტინგული სერვისების მიწოდებისა და თქვენთვის რეკლამის ჩვენების მიზნით. მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ Shopify-ს პერსონალიზებული რეკლამის მხარდასაჭერად მესამე მხარის სერვისებთან ერთად, რომლებიც ეყრდნობა თქვენს ონლაინ აქტივობას სხვადასხვა მოვაჭრესა და ვებ-საიტზე. ჩვენი საქმიან და მარკეტინგული პარტნიორები თქვენს ინფორმაციას გამოიყენებენ მათი საკუთარი კონფიდენციალურობის შეტყობინებების შესაბამისად.
ურთიერთობა Shopify-სთან
სერვისები განთავსებულია Shopify-ზე, რომელიც აგროვებს და ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას სერვისებზე თქვენი წვდომისა და გამოყენების შესახებ, რათა უზრუნველყოს და გააუმჯობესოს თქვენთვის სერვისები. ინფორმაცია, რომელსაც სერვისებში აგზავნით, გადაეცემა და გაზიარდება Shopify-სთან, აგრეთვე მესამე მხარეებთან, რომლებიც შესაძლოა მდებარეობდნენ იმ ქვეყნების ფარგლებს გარეთ, სადაც თქვენ ცხოვრობთ, რათა უზრუნველყონ და გააუმჯობესონ თქვენთვის სერვისები.
გარდა ამისა, ჩვენი ბიზნესის დასაცავად, ზრდისა და გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Shopify-ის გარკვეულ გაუმჯობესებულ ფუნქციებს (enhanced features), რომლებიც მოიცავს მონაცემებსა და ინფორმაციას, მიღებულს თქვენს ურთიერთქმედებებიდან ჩვენს მაღაზიასთან, სხვა მოვაჭრეებთან და Shopify-სთან. ამ ფუნქციების უზრუნველსაყოფად, Shopify შეიძლება იყენებდეს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც შეგროვებულია თქვენს ურთიერთქმედებებზე ჩვენს მაღაზიასთან, სხვა მოვაჭრეებთან და Shopify-სთან. ასეთ შემთხვევებში Shopify არის პასუხისმგებელი თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, მათ შორის თქვენს მოთხოვნებზე რეაგირებაზე, თუ გსურთ თქვენი უფლებების განხორციელება ამ მიზნებისთვის თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებასთან დაკავშირებით.
Shopify-ის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ და თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ Shopify Consumer Privacy Policy-ს. თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაძლოა შეძლოთ გარკვეული უფლებების განხორციელება თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით აქ: Shopify Privacy Portal Link.
მესამე მხარის ვებ-საიტები და ბმულები
სერვისებმა შესაძლოა მოგაწოდოთ ბმულები ვებ-საიტებზე ან სხვა ონლაინ პლატფორმებზე, რომლებიც იმართება მესამე მხარეების მიერ. თუ გადახვალთ ბმულით ისეთ საიტებზე, რომლებიც არ არიან ჩვენთან აფილირებული ან ჩვენ მიერ კონტროლირებული, უნდა გაეცნოთ მათ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკებს, აგრეთვე სხვა წესებსა და პირობებს. ჩვენ არ ვაძლევთ გარანტიას და არ ვართ პასუხისმგებელი ასეთი საიტების კონფიდენციალურობასა ან უსაფრთხოებაზე, მათ შორის მათზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, სისრულესა ან სანდოობაზე.
ინფორმაცია, რომელსაც გააზიარებთ საჯარო ან ნახევრად-საჯარო სივრცეებში, მათ შორის მესამე მხარის სოციალური ქსელების პლატფორმებზე, შესაძლოა ასევე იყოს ხილვადი სხვა მომხმარებლებისთვის (როგორც სერვისების მომხმარებლებისთვის, ასევე ამ მესამე მხარის პლატფორმების მომხმარებლებისთვის) და მისი გამოყენება შეიძლება იყოს შეუზღუდავი როგორც ჩვენთვის, ისე მესამე მხარისთვის. ასეთი ბმულების შეტანა ჩვენს სერვისებში თავისთავად არ ნიშნავს იმ პლატფორმების კონტენტის ან მათი მფლობელების/ოპერატორების მოწონებას (endorsement), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული სერვისებზე.
ბავშვების მონაცემები
სერვისები არ არის განკუთვნილი ბავშვების მიერ გამოსაყენებლად და ჩვენ განზრახ არ ვაგროვებთ არასრულწლოვანთა (თქვენი იურისდიქციის მიხედვით სრულწლოვანების ასაკამდე) პერსონალურ ინფორმაციას. თუ თქვენ ხართ იმ ბავშვის მშობელი ან მეურვე, რომელმაც მოგვაწოდა თავისი პერსონალური ინფორმაცია, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო მონაცემებით და მოითხოვოთ მისი წაშლა. ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ძალაში შესვლის თარიღის მდგომარეობით, ჩვენ არ გვაქვს ფაქტობრივი ცოდნა, რომ 16 წლამდე პირების პერსონალურ ინფორმაციას „ვუზიარებთ“ ან „ვყიდით“ (როგორც ეს ტერმინები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით).
თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და შენახვის ვადა
ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რათა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, ასევე, უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების არცერთი ზომა არ არის სრულყოფილი ან გაუტეხავი და ჩვენ ვერ გაძლევთ გარანტიას „სრულყოფილ უსაფრთხოებას“. ასევე, ინფორმაცია, რომელსაც გვიგზავნით, შეიძლება არ იყოს უსაფრთხო გადაცემის პროცესში (in transit). გირჩევთ, არ გამოიყენოთ არაუსაფრთხო არხები (unsecure channels) სენსიტიური ან კონფიდენციალური ინფორმაციის გადასაცემად.
თქვენი პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მაგალითად: გვჭირდება თუ არა ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესანარჩუნებლად; სერვისების მიწოდებისთვის; სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად; დავების მოსაგვარებლად; ან სხვა მოქმედი ხელშეკრულებებისა და პოლიტიკების აღსრულებისთვის.
თქვენი უფლებები და არჩევანი
თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებებიდან ზოგი ან ყველა, თქვენს პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს უფლებები არ არის აბსოლუტური, შეიძლება მოქმედებდეს მხოლოდ გარკვეულ გარემოებებში და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ თქვენს მოთხოვნაზე, როგორც ეს კანონით არის ნებადართული.
წვდომის/ცოდნის უფლება (Right to Access / Know): გაქვთ უფლება მოითხოვოთ წვდომა იმ პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენ შესახებ ვინახავთ.
წაშლის უფლება (Right to Delete): გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ შენახული პერსონალური ინფორმაციის წაშლა.
გასწორების უფლება (Right to Correct): გაქვთუფლება მოითხოვოთ თქვენ შესახებ შენახული არაზუსტი პერსონალური ინფორმაციის გასწორება.
პორტაბელურობის უფლება (Right of Portability): გაქვთ უფლება მიიღოთ ჩვენთან არსებული თქვენი პერსონალური ინფორმაციის ასლი და გარკვეულ გარემოებებში/გამონაკლისებით მოითხოვოთ მისი გადაცემა მესამე მხარეს.
კომუნიკაციის პრეფერენციების მართვა (Managing Communication Preferences): შესაძლოა გამოგიგზავნოთ პრომო-ელფოსტები და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ მათ მიღებაზე, ჩვენი ელფოსტებში მოცემული გამოწერის გაუქმების (unsubscribe) ფუნქციის გამოყენებით. უარის თქმის შემთხვევაშიც, ჩვენ შესაძლოა გამოგიგზავნოთ არაპრომო შეტყობინებები, მაგალითად, თქვენი ანგარიშის ან თქვენ მიერ გაკეთებული შეკვეთების შესახებ.
ამ უფლებების განხორციელება შეგიძლიათ როგორც სერვისებზე მითითებული გზით, ასევე ჩვენთან დაკავშირებით ქვემოთ მოცემული საკონტაქტო მონაცემებით. Shopify-ის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ და თქვენი უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის Shopify-ის მიერ დამუშავებულ მონაცემებთან დაკავშირებული უფლებების შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://privacy.shopify.com/en.
ჩვენ არ განგვასხვავებთ (არ დაგისკრიმინირებთ) ამ უფლებების გამოყენების გამო. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული ან მოთხოვნილი ფარგლებში, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი იდენტობის დადასტურება, სანამ თქვენს მოთხოვნას დავამუშავებთ. მოქმედი კანონების შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დანიშნოთ უფლებამოსილი წარმომადგენელი (authorized agent), რომელიც თქვენს სახელით წარადგენს მოთხოვნებს თქვენი უფლებების განსახორციელებლად. სანამ ასეთ მოთხოვნას მივიღებთ, მოვითხოვთ წარმომადგენლისგან მტკიცებულებას, რომ თქვენ მას უფლებამოსილება მიანიჭეთ თქვენს სახელით მოქმედებაზე, და შესაძლოა დაგვჭირდეს, რომ თქვენ პირადადაც დაადასტუროთ თქვენი იდენტობა ჩვენთან. თქვენს მოთხოვნას ვუპასუხებთ მოქმედი კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში.
საჩივრები
თუ გაქვთ საჩივარი იმის შესახებ, როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებული საკონტაქტო მონაცემებით. თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ უფლება გაასაჩივროთ ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენთან კონტაქტით ქვემოთ მოცემული მონაცემების გამოყენებით, ან შეიტანოთ საჩივარი თქვენს ადგილობრივ მონაცემთა დაცვის ორგანოში.
საერთაშორისო გადაცემები
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება გადავცეთ, შევინახოთ და დავამუშავოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც თქვენ ცხოვრობთ.
თუ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, დავეყრდნობით აღიარებულ გადაცემის მექანიზმებს, როგორიცაა ევროკომისიის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები (Standard Contractual Clauses) ან გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ეკვივალენტური კონტრაქტები, შესაბამისობის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემები გადაიცემა ქვეყანაში, რომელიც აღიარებულია ადეკვატური დაცვის დონის მქონედ.
ცვლილებები ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში
ჩვენ შეიძლება პერიოდულად განვაახლოთ ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მათ შორის ჩვენი პრაქტიკის ცვლილებების ასახვის მიზნით ან სხვა ოპერაციული, სამართლებრივი ან რეგულაციური მიზეზებით. ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ამ ვებ-საიტზე, განვაახლებთ „ბოლო განახლების“ თარიღს და მივაწვდით შეტყობინებას, როგორც ამას მოითხოვს მოქმედი კანონმდებლობა.
კონტაქტი
თუ გაქვთ შეკითხვები ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასთან ან ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან თუ გსურთ რომელიმე ხელმისაწვდომი უფლების განხორციელება, გთხოვთ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ელფოსტაზე: mariamg@bubblehead.ge ან levang@bubblehead.ge
ან დაგვიკავშირდეთ მისამართზე: დ. გამრეკელის ქუჩა #8, თბილისი, 0160, საქართველო.