მიწოდების პირობები:
თბილისში საკურიერო მომსახურება - 7.69₾
- 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
- 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს.
რეგიონებში საკურიერო მომსახურება - 15₾
- რეგიონებში შეკვეთის მიწოდება ხდება 3 დღეში.
რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ უნდა იცოდეს? კლინიკური ფსიქოლოგიის საერთაშორისოდ აღიარებულმა სპეციალისტმა, ჯორდან პეტერსონმა პიროვნების თანამედროვე გაგებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე გახდა. მის ლექციებს, რომლებიც ეხება სხვადასხვა თემას - ბიბლიური ისტორიებიდან დაწყებული, რომანტიკული ურთიერთობებით, მითოლოგიითა თუ თანამედროვე მაგალითებით გაგრძელებული, ათიათასობით მსმენელი ჰყავს. ამ წიგნში, კლინიკური გამოცდილებიდან გამომდინარე და პირად ცხოვრებისეულ მაგალითებზე დაყრდნობით, ასევე, კაცობრიობის უძველესი მითებიდან და ლეგენდებიდან გამოტანილი დასკვნების საფუძველზე, პეტერსონი ცხოვრებისთვის აუცილებელ თორმეტ სიღრმისეულ და პრაქტიკულ პრინციპს გვთავაზობს. „ცხოვრების 12 წესი“ ჩვენს ცხოვრებაში გაბატონებული ქაოსის წინააღმდეგ საბრძოლველად გვაიარაღებს და ამ ქაოსის ერთგვარი ანტიდოტია. „თითოეულმა ჩვენგანმა ყველა დანარჩენის ცხოვრების, საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს. სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ, არეული მოვაწესრიგოთ, ყველაფერი, რაც მოძველებული და დრომოჭმულია, დავანგრიოთ, სანაცვლოდ ახალი ავაშენოთ“.
| ავტორი ჯორდან პეტერსონი |
| გამომცემლობა ლურჯი ოკეანე |
| ISBN 9789941355967 |
| ენა ქართული |
| ყდის ტიპი რბილი |
| გვერდები 428 |
| წიგნის ფორმატი 15.5 X 23.5 |
| გამოშვების წელი 2021 |
| თარგმანი ანა აფციაური |
სხვა შეთავაზება