ბაბლჰედის გზამკვლევები

არ გაქვს დრო, რომ წიგნი სიღრმისეულად შეისწავლო და მისი იდეები შენს საქმიანობას მოარგო?

ცოდნა მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მას პრაქტიკაში გამოიყენებ.

პრაქტიკული გზამკვლევები, შექმნილი მსოფლიო ბიზნეს ბესტსელერებზე დაყრდნობით: ქართულ რეალობაზე მორგებული ისტორიები, სავარჯიშოები შევსებული მაგალითებით და ნაბიჯ-ნაბიჯ სტრუქტურა — რომ წაკითხული შენს ბიზნესში რეალურ შედეგად იქცეს.

  • PDF
  • მყისიერად ელფოსტით
  • ქართულად
PDF

გადაწყვეტილების არქიტექტურა

5 ძვირადღირებული შეცდომა, რომელსაც სწრაფი აზროვნება იწვევს ბიზნესში — და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან

ეყრდნობა წიგნს „იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა“

59 გვერდი · 5 ისტორია · 12 სავარჯიშო

ფასი 49.95₾ მხოლოდ 15 დეკემბრამდე, მერე გაძვირდება და გახდება 69.95₾.

ჯერ უფასო ნიმუში წაიკითხე →
მალე

„კი“-ს სისტემა

როგორ ათქმევინო „კი“ კლიენტს, პარტნიორს და გუნდს — მანიპულაციის გარეშე

ეყრდნობა წიგნს „გავლენა“

შემატყობინე, როცა გამოვა →
მალე

იდენტობა დიზაინით

ჩვევები, რომლებიც ლიდერულ ქცევას ავტომატურს ხდის

ეყრდნობა წიგნს „ატომური ჩვევები“

შემატყობინე, როცა გამოვა →
მალე

წესრიგი თავისუფლებამდე

გახდი ლიდერი, რომელსაც გუნდი ენდობა და მიჰყვება

ეყრდნობა წიგნს „მაღალეფექტიანი ადამიანების 7 ჩვევა“

შემატყობინე, როცა გამოვა →
უფასო ნიმუში

როგორ მუშაობს

  1. 1იყიდი ბარათით ან Google Pay-ით.
  2. 2ბმული მოგივა ელფოსტაზე გადახდისთანავე.
  3. 3იმუშავებ ტელეფონზე, კომპიუტერზე ან ამობეჭდილზე — კალმითა და ბლოკნოტით.

ხშირად დასმული კითხვები

რა არის გზამკვლევი?
გზამკვლევი არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია მსოფლიო ბიზნეს ბესტსელერებზე დაყრდნობით: ქართულ რეალობაზე მორგებული ისტორიები, სავარჯიშოები შევსებული მაგალითებით და ნაბიჯ-ნაბიჯ სტრუქტურა — რომ წაკითხული შენს ბიზნესში რეალურ შედეგად იქცეს.
წიგნის წაკითხვა აუცილებელია?
არა, გზამკვლევი დამოუკიდებელი ინსტრუმენტია, თუმცა ჩვენ წიგნის წაკითხვას ყოველთვის ვუწევთ რეკომენდაციას.
როგორ მივიღებ?
გადახდისთანავე მოგივა ბმული ელფოსტაზე, საიდანაც შეძლებ გზამკვლევის ჩამოტვირთვას.

რას ამბობენ მეწარმეები

ამ გზამკვლევში ყველა საკითხი ისეა მოწოდებული, რომ ჩანს, ავტორი ცდილობდა, ერთი მხრივ, ყოფილიყო საკმარისად ღრმა და შემოეთავაზებინა საინტერესო და არატრივიალური ხედვები, მეორე მხრივ კი — ზედმიწევნით მკაფიო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი.

გადაწყვეტილების მიღების მექანიკა თავისთავადი რამაა და მხოლოდ ბიზნესით ვერ შემოიფარგლება. თუ გიფიქრია იმაზე, როგორ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ გიფიქრია იმაზეც, როგორ აზროვნებ — და ადამიანი, რომელიც საკუთარ აზროვნებაზე ფიქრობს, უკვე თავის თავზე მეტი ხდება. ამდენად, ამ თეორიების კითხვა, ერთი მხრივ, არსებული მეთოდების გაცნობაა, მეორე მხრივ კი — საკუთარ თავზე დაკვირვება. სწორედ ეს აათმაგებს მის ღირებულებას.
ანდრო დგებუაძეფილოსოფოსი, მენეჯმენტ-კონსულტანტი„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე
ბიზნესში გამოცდილება მნიშვნელოვანი უპირატესობაა, მაგრამ მას ერთი საფრთხეც ახლავს: დროთა განმავლობაში საკუთარ შეფასებებს იმდენად ვენდობით, რომ მათი გადამოწმება გვავიწყდება.

„გადაწყვეტილების არქიტექტურის“ ღირებულება ჩემთვის სწორედ ამ საკითხის პრაქტიკულად გააზრებაშია. გზამკვლევი გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ საკუთარი აზროვნების შეცდომები, გავმიჯნოთ ფაქტები ვარაუდებისგან და შევაფასოთ გადაწყვეტილებები არა მხოლოდ წარსული გამოცდილებით, არამედ ახალი ინფორმაციითაც.

წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ კარგი მმართველობა ყველა კითხვაზე სწორი პასუხის ქონას არ ნიშნავს. ის იწყება მზადყოფნით, ეჭვქვეშ დავაყენოთ საკუთარი მოსაზრებები, მოვისმინოთ განსხვავებული აზრი და საჭიროების შემთხვევაში შევცვალოთ გადაწყვეტილება. სწორედ ამ კულტურის ჩამოყალიბებაში ვხედავ გზამკვლევის მთავარ ღირებულებას.
დავით გოგორიშვილიKia Georgia-ს მმართველი პარტნიორი„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე
ამ გზამკვლევს ის აქვს, რაც თვითგანვითარების წიგნებს იშვიათად აქვთ: კითხვისას ითესება თესლი, რომელიც მალევე იძლევა ნაყოფს. რამდენიმე დღეში შევამჩნიე, რომ მიღებული ცოდნა ჩემს გადაწყვეტილებებს — და შესაბამისად შედეგებს — ცვლის. ეს გზამკვლევი უბრალოდ კი არ უნდა წაიკითხო, არამედ უნდა ისწავლო.
გიორგი გოგეშვილიმარკეტერი და ბიზნეს-კონსულტანტი გაყიდვებსა და მარკეტინგში„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე
ამგვარი გზამკვლევების შექმნა შესანიშნავი წამოწყებაა. ისინი ერთგვარ მეგზურს წარმოადგენენ მთავარი წიგნისთვის. განსაკუთრებით ღირებულია ის, რომ ასეთი გზამკვლევი არა მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, არამედ გვასწავლის, როგორ ავირიდოთ თავიდან შეცდომები. ინვესტირებაში წარმატება მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას არ ნიშნავს — ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია არასწორი გადაწყვეტილებების თავიდან აცილება. გზამკვლევი ფასეული ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც სურს, უკეთ იაზროვნოს, უფრო გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს და დროთა განმავლობაში განსჯის უნარი გააშალაშინოს.
ჯაბა დიხამინჯიასაინვესტიციო კომპანია „ფაგუსის“ თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე
ბიზნესში ყველაზე ძვირადღირებული შეცდომები ხშირად სწორედ ის გადაწყვეტილებებია, რომელთა სისწორეშიც ყველაზე მეტად ვართ დარწმუნებული. „დავსხდეთ, მოვიფიქროთ, რა უნდა?!“ — ეს გზამკვლევი კარგად გვაჩვენებს, „რა უნდა“ და იმასაც, როგორ გვატყუებს ზოგჯერ საკუთარი აზროვნება. სასარგებლო საკითხავია ყველასთვის, ვისაც ბიზნესში გადაწყვეტილებების მიღება უწევს და აინტერესებს, როგორ შეამციროს ასეთი შეცდომების რაოდენობა და ფასი.
ალექს ჩიქოვანიბრენდ სტრატეგი, Live Branding-ის დამფუძნებელი„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე
წარმატებულ ადამიანებთან საუბრისას ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, რა გადაწყვეტილებები დგას მათი შედეგების უკან. „გადაწყვეტილების არქიტექტურა“ გასაგები მაგალითებით გვიჩვენებს, რა შეცდომებს ვუშვებთ სწრაფი აზროვნებისას და როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან. პრაქტიკული სავარჯიშოები კი გვეხმარება, ეს ცოდნა საკუთარ საქმეს მოვარგოთ და გადაწყვეტილების მიღების საკუთარი წესები ჩამოვაყალიბოთ.
მიხეილ კალატოზიპოდკასტ „წარმატების ფორმულის“ ავტორი„გადაწყვეტილების არქიტექტურა“-ზე