წიგნების შეძენას რაც შეეხება არაჩვეულებრივი მომსახურება იყო, კომფორტული მარტივი. საქმეს კი რასაც აკეთებთ ძალიან დიდია რელაურად და პირადად მე უღრმეს მადლობას გიხდით, ეს არის ის რაც რეალურად ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას, განათლება და განვითარება ყველგან და ყოველთვის, რადგან უკეთესი გახდეს თითოეული ქართველის ცხოვრება. ძალიან კარგ რამეს აკეთებთ და იმედი მაქვს ყველა დააფასებს ამ ღვაწლს. მე პირადად 5 წელია რაც საქართველოში არ ვიმყოფები და ძალიან მეხმარება ის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენთვის, უცნობი ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ თითოეული ნორმალური ადამიანი იაზრებს თქვენი მხრიდან გაწეულ ამ შრომას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმედი მაქვს ეს პროექტი ძალიან დიდხანს გაგრძელდება.
გამორჩეული: ექსტრაორდინალური ბრენდების და პროდუქტების შესაქმნელად
მიწოდების პირობები
თბილისი
- 13:00 საათამდე შემოსული შეკვეთები ჩაბარდება იმავე დღეს;
- 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება მეორე დღეს;
- შაბათს 13:00 საათის შემდეგ შემოსული შეკვეთები ჩაბარდება ორშაბათს.
რეგიონები
- შეკვეთის მიწოდება ხდება 3–5 დღეში.
კრებული ,,გამორჩეული” ბაბლჰედის გუნდმა შენთვის გააერთიანა სამი ბესტსელერი წიგნი მათთვის, ვინც ბრენდს ან პროდუქტს ქმნის და სურს, რომ იყოს გამორჩეული:
- ,,ჩამოყალიბდით” - შოთა ჩინჩალაძე
- ,,ალქიმია”- რორი საზერლენდი
-
,,ლურჯი ოკეანეს სტრატეგია” - ჩან კიმი, რენე მობორნი
+ უფასო მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში
ანტრეპრენერებო, მარკეტერებო, სტრატეგებო და შემქმნელებო — ეს კრებული თქვენთვისაა!
ბიზნესში ყველაზე ძვირი ის ჯდება, როცა ზუსტად ისეთივე ხარ, როგორიც დანარჩენები. მაშინ ერთადერთი იარაღი ფასი რჩება. ეს კრებული გასწავლის, როგორ გამოირჩეოდე ისე, რომ ფასით შეჯიბრი აღარ დაგჭირდეს.
რა შედის კრებულში
ალქიმია — რორი საზერლენდი რატომ მარცხდება ხშირად მხოლოდ ლოგიკაზე აგებული იდეები და როგორ განსაზღვრავს ადამიანების ქცევას ემოცია, აღქმა და ფსიქოლოგია. წიგნი, რომელიც მარკეტინგს სულ სხვა კუთხით დაგანახებს.
ლურჯი ოკეანის სტრატეგია — ჩან კიმი, რენე მობორნი როგორ შექმნა საბაზრო სივრცე, სადაც კონკურენცია არ არსებობს, და როგორ გახადო კონკურენტები არააქტუალური. მსოფლიოში 3.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაყიდული ბესტსელერი.
ჩამოყალიბდით — შოთა ჩინჩალაძე პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე: როგორ შექმნა ბრენდი, რომელსაც ადამიანები ცნობენ, ახსოვთ და ირჩევენ.
რას მოგცემთ ეს კრებული?
- იმის ცოდნას თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები და რა დგას მათი არჩევანის მიღმა
- სტრატეგიას, რომელიც კონკურენციის ნაცვლად ახალ ბაზარს ქმნის
- პრაქტიკულ ცოდნას ბრენდის ჩამოყალიბებაზე, ქართული მაგალითებით
- ხედვას, რომელიც შენს პროდუქტს სხვებისგან გამოარჩევს
წარმატებას გისურვებთ თქვენს გზაზე!
სხვა შეთავაზება